✅19 აპრილს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
👉სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
📌1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📌2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
📌3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ;
/მომხსენებელი – კახაბერ კჯერენაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდიმარე/
📌4. ,,ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი”-სთვის ს.ნ.: 404497790 ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მოსაწყობად და მისი შემდგომი ფუნქციონირების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 178 (ას სამოცდათვრამეტი) ერთეული გარე განათების ბოძების უსასყიდლოდ, განუსაზღვრელი ვადით გამოყენებასთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 მარტის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/