26 მაისი – დამოუკიდებლობის დღე

🇬🇪26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
✅️ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს.
✔️დილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებთა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები, ასევე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
👉დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები. ქალაქის ცენტრში მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს ეთნოგრაფიული კუთხე. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
დღის მეორე ნახევარში გაიმართება საზეიმო კონცერტი მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით , მოეწყობა საბავშვო სივრცე, გაიმართება ასფალტზე ხატვა, თოჯინების თეატრი და ბერიკები, 16 :00 სთ-ზე დაიწყება დასკვნითი კონცერტი მარტვილის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით რის შემდეგაც 17:10 სთ-ზე საქართველოს მასშტაბით ერთდროულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი🇬🇪

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content