31 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრუფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის მსახიობის მათე სოსელიას ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მხატვრული კითხვის კონკურსი – “ჩვენ გვიყვარს მხარტვრული კითხვა” ფინარული ეტაპი გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდა.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 16 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და მათგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცათ, გამარჯვებულები კი წიგნებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიბეას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერის მოადგილე გივი ელიავა, მოწვეული სტუმრები, პედაგოგები და მოსწავეები ესწრებოდნენ.