1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეების ნახატების გამოფენა გაიმართა (პედაგოგი ირაკლი სურმავა).
ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შემავალ № 2 საბავშვო ბაღში, ბაღის აღსაზრდელებმა შემეცნებითი, მუსიკალური და სპორტული აქტივობები წარმოადგინეს.
გამართულ აქტივობებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია აღსაზრდელებთან ერთად ჩაერთო და პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.