31 მაისი პოლიციელის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ,მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს, ბანძის და დიდი ჭყონის განყოფილების, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა. „მადლობას გიხდით ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე 24 საათიან რეჟიმში დგომისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას!” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშიამ.