ფესტივალ „ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება

29 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის IX საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად ინდონეზიის, ლატვიის, თურქეთი, სომხეთის და ბელორუიის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.
ღონისძიების დაწყებამდე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინდონეზიის, ბელორუსიის, სომხეთის და ლატვიის ანსამბლების წარმომადგენლებს მერიაში უმასპინძლა.
ფესტივალი ჩხოროწყუს, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში გრძელდება. ფესტივალის გალა კონცერტი მარტვილში 2 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content