

მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯგუფ 1/4 -ისა და ლინდა ადამიანს კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაყურებელს სიტყვით მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მიმართა და დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: