ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 და №2 საბავშვო ბაღებში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. პატარები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ, ასევე უფროსებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვნენ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.