6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში და საფეხბურთო სკოლაში საჩვენებელი სპორტული აქტივობები ჩატარდა სპორტის სახეობებში: ტაეკვანდო, კიკბოქსინგი, უშუ, კრივი, ჭიდაობა, კალათბურთი, რაგბი, გარბენი, ჭადრაკი, მხატვრული ტანვარჯიში და ფეხბურთი. მონაწილეებმა სპორტულ აქტივობებთან ერთად, ეს დღე, ასევე აღნიშნეს თეთრი ბარათებით.
2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. 6 აპრილს „თეთრი ბარათი“-თ გამოხატავენ მხარდაჭერას მშვიდობისათვის. რომლის მიზანია სპორტში დადებითი ღირებულებების წახალისება. ეს არის ე.წ. „წითელი ბარათის“ საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას.