მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. ლეცავეს და თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს.
სკოლის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
თორნიკე ჯანაშიამ საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ, თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
ლეცავეს და თამაკონის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოტახები, გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.