მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული „თოჯინების თეატრი“ მაყურებელის წინაშე მეოთხე თოჯინური სპექტაკლით „სამი გოჭი“ წარსდგა.
სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ორი წლის წინ დაარსდა. სპექტაკლის რეჟისორი – ლევან გაბრიჭიძეა.