მარტვილის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

მარტვილში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი მარტვილის მუნიციპალიტეტის 50 მოსწავლეს გადაეცა.
საჩუქრები მოსწავლეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან პაშა გულორდავასთან ერთად გადასცა.
პროგრამას, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-9 კლასი) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.
პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content