✅20 დეკემბერს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
👉სხდომამ მოისმინა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024 წლის ანგარიში.
სხდომაზე განიხილეს საბჭოს მიერ განხორციელებული საქმეები და დაგეგმეს სამომავლო გეგემბი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციავიტითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში იქმნება „გენდერული ოთახი“, რომელიც ითვალისწინებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებას, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას სოფლად, ქალების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და სხვა.