მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ნახუნაო-წინაკვერკვეს, აბედათი-ლექაჯაიეს და სერგიეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 7 770 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მოადგილესტან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 2 772 453 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „როუდ პლიუსი“ ასრულებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.