მარტვილში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გამართული ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობი, მხატვრული, მუსიკალური თუ საბავშვო პროგრამების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა. მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა. წარმოდგენილი იყო საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა, საზაიმოდ აინთო ქალაქის ნაძვის ხე.
ღონისძიებები დღის ბოლოს საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.