სახელმწიფო რწმუნებულმა ზედა ხუნწის სკოლის სამუშაოები დაათვალიერა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ხუნწში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, რეკრეაციული სივრცის და ღობის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების ბიუჯეტი 1 192 079 ლარს შეადგენს.
პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content