მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლედგებეს საჯარო სკოლიდან თამაკონის ცენტრალური გზის მიმართულებით საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ცემენტო-ბეტონის საფარით მოეწყობა 1 481 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით.
პროექტის ღირებულება 255 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „ჯთ ნიუ როად“ ასრულებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.