სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
დღეს, 30 იანვარს, დასახლებების საერთო კრებები ონოღიის, ბანძის, აბედათის, სერგიეთის და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.
შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების, ხიდ-ბოგირების, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
2023 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content