

7მარტს, 15:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დარბაზში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ.

ქალბატონებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიასთან და ადგილობრივ მსმენელთას ერთად ესწრებოდა.

ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი „მარტვილი“-ს ბაზაზე შექმნილმა ბენდმა „აკორდი“-მ სიმღერებით მიულოცა. სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი „მარტვილი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბართია, ბენდის ხელმძღვანელი ალეკო შენგელია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: