7მარტს, 15:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დარბაზში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ქალბატონებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღო.