მარტვილში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მარტს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით საგაზაფხულო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქალბატონები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და საქართველოსათვის თავდადებული გმირების დედებს მადლობის სიგელები და თაიგულები გადასცა.
ღონისძიება ადგილობრივი ხელოვანის მანანა მონიავას გამოფენით გაიხსნა და მუსიკალური და მხატვრული ნომრების შესრულებით გაგრძელდა. მობრძანებულ ქალბატონებს კი საჩუქრად ყვავილები გადაეცათ.