ამბროსობა მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტერში, წმინდა ამბროსი აღმსარებლის გარდაცვალების 97 წლისთავთან დაკავშირებით, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ისაუბრეს წმინდა ამბროსი აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) 1861 წელს მარტვილში დაიბადა. ის გახლდათ ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს ეროვნული გმირი. 1921-1927 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იყო. 1927 წლის 29 მარტს ამბროსი გარდაიცვალა. ამბროსი ხელაიას პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში. 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა შერაცხა წმინდანად. 2013 წლის 26 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content