მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში „აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!“ აქციის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა.
აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.
აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
უანგარო დონორობის აქცია „სისხლის ცენტრის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.