მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, სკოლის კურსდამთავრებულებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად დაესწრნენ. მათ მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს, მეუფე სტეფანემ კი კურსდამთავრებულები დალოცა.
სკოლის კურსდამთავრებულებისათვის გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებისთვის იმღერა მუსიკალურმა ბენდმა ,,მარტვილი”, რის შემდეგაც სცენა DJ SHADOW- ს დაეთმო.