სკოლების ბოლო ზართან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საგანმანთლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ და რესურს ცენტის ხელმძღვანელმა პაშა გულორდავამ.
ღონისძიებაზე ახალგაზრდებისთვის იმღერა ადგილობრივმა ჯგუფმა „აკორდი“, რის შემდეგაც სცენა DJ SHADOW- ს დაეთმო.