მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მოადგილე გივი ელიავასა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიასთან ერთად სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებმა მერთან არსებული პრობლემები და საჭიროებები დააფიქსირეს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა.
მერმა ადგილობრივებს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდა. თორნიკე ჯანაშიას განმარტებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინაციით, სოფელში არსებული საჭიროებები ეტაპობრივად მოგვარდება.
მერი მსგავსი სახის შეხვედრებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მართავს, რათა მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნოს.