მარტვილში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მარტვილის ცენტრამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან, თორნიკე ჯანაშიასთან და მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად გაეცნო.
არსებული გზა წყალმომარაგება-წყალარინების მიმდინარე პროექტის განცორციელებისას, დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა. პროექტის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.
გზის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content