მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მოადგილე გივი ელიავასთან ერთად, ლეხაინდრაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის საერთო ღირებულება 1 966 992 ლარია.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: