25 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარი თოდუამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერეკლე ზარანდიამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ: საკრებულოს ბიუროს წევრები, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები.
შეხვედრაზე განიხილეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი.