სამუშაო შეხვედრა მერის წამომადგენლებთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა წარმომადგენლებს მერის პირველი მოადგილე ერეკლე ზარანდია და მერის მოადგილე ნანა ბირკაია წარუდგინა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები, მათი მოგვარების გზები და დასახეს სამომავლო გეგმები.
გიორგი ნაჭყებიას განმარტებით, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მაღალ დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მოქალაქეებისგან წამოსულ ყველა საჭიროებაზე რეაგირება უნდა იყოს დროული.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content