სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ლიბერთი ბანკის, საქართველოს ფოსტის, მერიის, საკრებულოს და სასტუმროს შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება თავისუფლების ქუჩაზე გზის გამყოფი სკვერის რეაბილიტაცია.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.