09:00 საათი – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში;
10:00 საათი – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტებისა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინებით შემკობა;
11:00 საათი- ღონისძიება მე-2 საჯარო სკოლის ეზოში;
12 საათი- სპორტული აქტივობები ცენტრალურ პარკში;
13:00 საათი- ჩემპიონატი ფეხბურთში სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს შორის სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე;
14:30 საათი- კონცერტი ღია ცის ქვეშ საჯარო სკოლების მონაწილეობით;
19:00 საათი – ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი ქალაქის ცენტრში.
21:00 საათი – ფოიერვერკი.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, გამოფენები საჯარო ბიბლიოთეკაში და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
მოეწყობა სახალხო სეირნობა ქართული ნაციონალური სამოსით. ახალგაზრდები წარმოგვიდგენენ ფლეშმობს. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ – სანახაობრივ ღონისძიებებში.