მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

30 იანვარს გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ზაალ გოროზია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები

1.      ,,მარტვილის მუნიციპალიტეტში 2014 წელს განსახორციელებელი საპროექტო წინადადებების ნუსხის დამტკიცებისა  და მათი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინიცირების შესახებ“  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის N 39 განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ.

/მომხსენებელი – ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.      გამგეობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ,,TOIOTA HILUX“-ის სახ. ნომრით FLF-554 უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

/მომხსენებელი – ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.      ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმის დამტკიცების შესახებ“  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 31 დეკემბრის №32  განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ლევან თოფურია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, აღნიშნულ საკითხებზე დამსწრე საკრებულოს წევრებს შორის გაიმართა დებატები, რის შემდეგაც საკითხებს ეყარა კენჭი და მიღებულ იქნას შესაბამისი დადგენილება და განკარგულება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content