12 დეკემბერს , საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა
დღის წესრიგი
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
- თანამომხსენებელი-მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N42 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-ბონდო თოფურია, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთ. სპეციალისტი/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N54 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/