მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებმა, გამგეობის პირველმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს , 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მემორიალი , შემდეგ კი ,აზა ადამიას სახელობის N2 საჯარო სკოლის ეზოში ლიტერატურულ კომპოზიციას დაესწრნენ . ამავე სკოლის მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. მეორე საჯარო სკოლის შემდეგ ,პროცესია იმყოფებოდა აზა ადამიას საფლავზე , რომელიც ასევე ყვავილებით შეამკეს.