2015 წლის 14 აპრილს, გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდმომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე , აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით განისაზღვრა შემდეგი საკითხები :
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიშის შეფასების თაობაზე , 2014 წლის გაწეული მუშაობის შესახებ ;
/მომხსენებელი -ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძვნებული შ.პ.ს. „მარტვილი ცენტრალ გრუპ“- თან დაკავშირებულ საკითხებზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი – ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე./
3. ქ.მარტვილში შეროზიას ქუჩაზე მცხოვრებ ავთანდილ გალდავას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია,საკრებულოს თავმჯდომარე/
4. ქ.მარტვილში, დადიანის ქუჩაზე N58-ში მცხოვრებ როზმარ გალდავას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
/მომხსენებელი -ალექსი აბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ;
/მომხესნებელი – გიორგი გოროზია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე/
6. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
1-5 საკითხებზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები . ხოლო მე-6 საკითხთან დაკავშირებით , დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.