2015 წლის 17 აპრილს, 12:00 საათზე , გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ბიუროს სხდომა . სხდომას თავმჯდომარებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია . სხდომას ასევე ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე , კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები .
ბიუროს დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები :
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბიუროს სხდომების ყოველთვიური გრაფიკის განხილვა;
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების სალხინო-ლეცავე-ბალდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ღირებულების 50%-ის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით დაფინანსებისათვის საჭირო სესხის აღებაზე, 20%-ით მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე და ქ.მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანამონაწილეობით მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 15%-ით დაფინანსებაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N6 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის კომისიებში განხილვის ვადების დადგენა ;
/მომხსენებელი – საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია /
3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის კომისიებში განხილვის ვადების დადგენა;
/მომხსენებელი- საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა , მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვირის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
ბიურომ იმსჯელა და პირველი საკითხთან დაკავშირებით , რომელიც ეხებოდა საკრებულოსა და ბიუროს სხდომის განრიგს და მოიწონა.
შემდეგი საკითხები კი გადაეცა კომისიებს სამშაბათს განსახილველად.