2015 წლის 8 მაისს , დღის 12:00 საათზე , მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი : “მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მარტვილის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” /მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულომ მიიღო შესაბამისი განკარგულება.