მარტვილში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის დროს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 700 ათასი ქართველი , მათ შორის 16 ათასი მანდილოსანი იყო. მათგან დაახლოებით 200 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკლოდ დაიკარგა, 100 ათასამდე ხეიბარი დარჩა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ, სამამულო ომის ვეტერანებს უმასპინძლა. მათ გვირგვინით შეამკეს შინ მოუსვლელთა მემორიალი. შემდეგ კი მარტვილის გამგეობის სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა , საკრებულოს თავმჯდომარემ და მათმა მოადგილეებმა დამსწრე საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილე მიულოცა . 16 ომის ვეტერანს გადაეცა ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით , ფასიანი საჩუქრები და საიუბილეო მედლები. შემდეგ კი ომის ვეტერანებს საზეიმო ვახშამზე უმასპინზლეს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content