თამარობა

დღეს  მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის  სულიერებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა , წმინდა თამარ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კულტურული საღამო. საღამოს ესწრებოდა ჭყონდიდელი მიტროპილიტი პეტრე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სარებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია,  სასულიერო პირები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები და სხვა სტუმრები.სულიერებისა და კულტურის  ფოიეში მოეწყო ნაქარგი ნივთების გამოფენა, რომელიც წარმოადგინეს ქალბატონ ამალია ჭილაიას მოსწავლეებმა.  საღამოში მონაწილეობას იღებდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათ მიერ შესრულდა სიმღერები, ცეკვები და წაკიკითხულ იქნა თამარ მეფისადმი მიძღვნილი ლექსები. ღონისძიების დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ დალოცა სტუმრები და მიულოცა მათ წმინდა თამარ მეფის ხსენების დღე. ასევე დღევანდელი დღე მიულოცა სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ, ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა მამუკა თვალაძემ და მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა გიორგი ყურუამ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content