12 მაისს 14:00 საათზე მარტვილის მუნიციალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი “ახალგაზრდული საკრებულოს” სხდომა. სხდომაზე არჩეულ იქნა „ახალგაზრდული საკრებულოს „ თავჯდომარე და მისი მოადგილე და თემატური კომისიების თავმჯდომარეები.
საკრებულოსა და კომისიის თავმჯდომარეობის მსურველმა კანდიდატებმა წარადგინეს გეგმა-პროექტი . სადაც მითითებულია, კონკრეტული მიმართულებები, რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს „ახალგაზრდულმა საკრეულომ“, თითოეულ მიმართულებაში კონკრეტულად რა პროგრამები, ინიციატივები, აქტივობები, ღონისძიებები, განხორციელდება.
“მარტვილის ახალგაზრდული საკრებულო” წარმოადგენს XI-XII კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელშიც წარმოდგენილია მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდები. ახალგაზრდულ საკრებულო შედგება 36 წევრისაგან და აერთიანებს მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს. ჰყავს თავმჯდომარე და შექმნილია თემატური ჯგუფები.
პროექტის “ახაგაზრდული თვითმმართველობა 2015”-ის ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობიან საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკას, უტარდებათ ტრენინგები, ხვდებიან ცნობილ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და საზოგადო მოღვაწეებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდებისთვის გასვლითი ღონისძებების ორგანიზება, სემინარების და ლექციების ჩატარება, რაც მათი განათლების დონეს აამაღლებს.
პროექტის უმთავრესი მიზანია გამოკვეთოს და ასპარეზი მისცეს ენერგიულ და მოტივირებულ ახალგაზდრებს, რათა ისინი ჩადგნენ ქვეყნის და ქალაქის სამსახურში.
მარტვილის „ახალგაზრდული საკრებულოს“ სხდომაზე, სხდომის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა შოთა გაბისონია . საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი კვანტალიანი.
„ახალგაზრდული საკრებულოში „ შექმნილია შემდეგი 5 კომისია: საფინანსო საბიუჯეტო კომისია- თავმჯდომარე ალექსანდრე თოდუა ; ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისია-თავმჯდომარე გიორგი ჩიხლაძე; კულტურის,განათლების,ჯანდაცვის,სოციალურ საკითხთა კომისია-თავმჯდომარე იუზა ნაჭყებია; სპორტის,ტურიზმის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია-თავმჯდომარე ომარ ნაჭყებია ; სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნლობის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხთა კომისია – თავმჯდომარე მარიამ გეგეჭკორი .