დასუფთავების აქცია

23 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტი გარემოს დასუფთავების აქციას შეურთდა .
მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეები აქტიურად მონაწილეობდნენ   გარემოს დასუფთავებაში. გამონაკლისს არც დღევანდელი დღე წარმოადგენდა. ამ აქციაში, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო , როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები.
აქციის მონაწილეებმა, ქ. მარტვილის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. მარტვილის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქციაში მონაწილეობა მიიღო 21-მა ადმინისტრაციულმა ერთეულმა. მოსწავლეებმა, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. შეგროვილი ნარჩენების გატანა კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო. მსგავსი აქციები, მარტვილში კვლავაც გაგრძელდება, რათა დავიცვათ ბუნება და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content