ბავშვები ჩვენი სულის ლამაზი ყვავილებია

ქ.მარტვილის N1 საჯარო სკოლაში,  გაიმართა მე-6 კლასელების მიერ წარმოდგენილი ღონისძიება, სახელწოდებით  „ბავშვები ჩვენი სულის ლამაზი ყვავილებია“,   რომელიც ეძღვნებოდა მათ მიერ პირველი საფეხურის დასრულებას. ამ ღონისძიების ინიციატორები თავად მოსწავლეები  იყვნენ. მათ   წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.  ღინისძიებას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია,   მარტვილის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი პაშა (მაკა) გულორდავა, ქ.მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია, გამებლის მოადგილე დავით სილაგავა და სხვა სტუმრები.   საკრებულოს თავმჯდომარემ და რესურს-ცენტრის უფროსმა,  მოსწავლეებს მიულოცეს პირველი საფეხურის დასრულება, წარმატეტბები უსურვეს მათ და მადლობა გადაუხადეს სკოლის მასწავლებლებს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content