დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, გაიმართა ტრიფონ ხუხუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. იგი იყო ქართველი ლოტბარი, რომელიც დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ კიწიაში, 1911 წლის 5 ნოემბერს და გარდაიცვალა 1975 წლის 14 ივნისს. საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია, გამგებლის მადგილე დავით სილაგავა, ტრიფონ ხუხუას შთამომავლები და სხვა.
ღონისზიებაზე, სამუსიკო სკოლის მოსაწავლეების მიერ შესრულებულ იქნა სიმღერები, მათ ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცვნეს ტრიფონ ხუხუას მცირე ბიოგრაფია. ღონისძიების დასასრულს, რამდენიმე სიმღერა შეასრულა ტრიფონ ხუხუას შვილიშვილმა, ტატო ხუხუამაც.
ღონისძიების ბოლოს ტატო ხუხუამ სტუმრები წიგნებით დაასაჩუქრა. ეს წიგნებია: რომან ხუხას რომანი „კოლხური ზარი“ და მისივე რეცენზია, ვაჟა ეგრისელის პოეზიისა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ომარ ხუხუა ცნობილი იყო როგორც ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, ანსაბლის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი და კომპოზიტორი. „კოლხური ზარი“ ომარ ხუხუას პირველი ვრცელი პროზაული ნაწარმოებია.