საკრებულოს მორიგი სხდომა

1 ივნისს, 12 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში,  გაიმართა მორიგი საკრებულოს სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.სხდომას ესწრებოდნენ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ,  მარტვილის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 1 ივნისის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ .
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე;
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე ;
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური (პირველი კვარტალი) მიმოხილვა.
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
საკრებულომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content