„წარსულიდან მომავლისკენ“

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით მარტვილის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი „წარსულიდან მომავლისკენ“ . პროექტის მიზანია მარტვილის მუნიციპალიტეტში მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საკითხის პოპულარიზაცია, სტუდენტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით საველე ექსპედიციების მოწყობა.
მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმარულებით ტრენინგების ჩატარება თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის კვალიფიკაციური სპეციალისტების მიერ მუნიციპალიტეტში კონკურსით შერჩეული ფოკუს-ჯგუფებისათვის, რომელიც ძირითადად დაკომპლექტდება სხვადასხვა სასწავლებლის 35-მდე მარტვილელი სტუდენტებით. ფოკუს-ჯგუფებად დაყოფილი სტუდენტები სათანადო სპეციალისტის ხელმძღვანელობით ადგილზე (საველე ექსპედიციით) შეისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მათი პასპორტიზაციის მიზნით. პარალელურად მოხდება ტურისტული მარშრუტების შესწავლა-დადგენა, ვიდეო-ფოტო კოლაჟების გადაღება, ტურისტული რუქის შექმნა, ტურისტული მეგზურის მომზადება გამოსაცემად. ბანერების გაფორმება და მათი განსათავსებელი ადგილების შერჩევა. მოპოვებული მასალების პოპულარიზაცია ელ-მედიის და სხვა საშუალებებით.
დღეს 13 აგვისტოს ამ  პროექტთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა იმ სტუდენტებთან, რომლებმაც აღნიშნულ პროექტზე უნდა იმუშაონ. მათ  ტრენინგი თსუ-ს გეომორფოლოგიისა და კარტოგრაფიის კათედრის  ასისტენტ-პროფესორმა დოქტორმა გიორგი დვალიშვილმა და მისმა ჯგუფმა ჩაუტარა. ტრენინგის შემდეგ სტუდენტები გ.ელიავას სახელობის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ,  სადაც მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერეს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content