საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

2015  წლის 18 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ ახალგაზრდა საკრებულოს წევრები,  საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/;

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის, ასხის მთის საძოვრებზე არსებული ე.წ. ,,აზმახების” გაწმენდითი სამუშაობის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/;

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ იქნეა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content