10 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია ახალგაზრდა პოეტის-ხათუნა კვესელავას პოეზიის საღამოს დაესწრო, რომელიც მარტვილის, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართა. ხათუა კვესელავამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო. მას უკვე გამოშვებული აქვს ორი საკუთარი და ოთხი საერთო ლექსების კრებული. საღამოზე სტუმრის რანგში იმყოფებოდნენ პოეტები მანანა ტონია, ნინო კემულარია, გაგა მომართელი, აჩიკო ალექსიშვილი და გიორგი მიცკევიჩი, რომლებმაც ასევე დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცვნეს. საბავშვო პოეტმა, მანანა ტონიამ, საბავშვო ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცა.
პოეზიის საღამოზე საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით სილაგავა, საკრებულოს წევრები დავით ბარამია და ლევან სურმავა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გივი ელიავა, მოსწავლეები და სხვა პოეზიით დაინტერესებული პირები.
საღამომ დამსწრე საზოგადოებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.