მუსიკალური ფესტივალის პირველი დღე.

2 ოქტომბერს, დადიანების საშემოდგომო რეზიდენციის ეზოში, ღია ცის ქვეშ, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „სალხინოს სასახლის კამერატას“ პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფესტივალი შედგა. პირველ დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ შემდეგი მონაწილეები: სიმებიანი კვარტეტი „ლალე“ საქართველოდან, მირზოიან კვარტეტი სომხეთიდან და დუეტი „ბლანკო სინაკორი“ იტალიიდან.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ესწრებოდნენ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, ბიზნესმენები, მოწვეული სტუმრები და სხვა მელომანები. საღამომ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

3 ოქტომბერს, ფესტივალის მეორე დღეს, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან შემსრულებლები, პოლონეთიდან, ავსტრიიდან და არგენტინიდა. ფესტივალი დასრუდება 4 ოქტომბერს, გალა კონცერტით.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content