საკრებულოს სხდომა

2015 წლის 2 ოქტომბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხოდმათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, საკრებულოს აპარატის უფროსი გურამ წოწორია და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
/მომხესენებელი-ალექსი გაბისონია. საკრებულოს თავმჯდომარე/
4. ქ. მარტვილის საელიაოს უბანში დადიანების ქუჩაზე არსებულ დედათა მონასტერთან  მისასვლელი საავტომობილო გზის  ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინიცირების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნულ საკითხებზე სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content